Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა


გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის.

მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და მილიონი ფუნტის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.

„სიტყვები საკმარისი არ არის. სიტყვები ამ ზამთარს შუქს ვერ მოიტანს. სიტყვები რუსული რაკეტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. გაერთიანებული სამეფო უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება, ჩვენ კონკრეტულ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინის თავდაცვას“, - წერს ჯეიმზ კლევერლი „ტვიტერში“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...