Jump to content
Planeta.Ge

აფხაზები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გმობენ


24 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები არ აღიაროს. შესაბამისად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ყირიმის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ევროკავშირი ვიზას არ გასცემს.

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომლი მიზანი ,,მათი რესპუბლიკისსაერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა.

,,ევროკავშირი ხდება საქართველოს უკანონო და არაჰუმანური პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე, რომლის მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა.

მიღებული შეზღუდვები ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის, ასევე ადამიანის უფლებათ ევროპული კონვენციის და ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება და აფერხებს აფხაზეთის მოქალაქეების გადაადგილების უფლებას.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეზოლუციის დამტკიცებას გუშინ ევროპარლამენტის 531-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი იყო 7 დეპუტატი.

 

ევროპარლამენტის დეპუტატების წინადადებით, კომისიამ კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უნდა გაიაროს და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ კი იმ პასპორტების სია, რომლებიც არ იქნება აღიარებული.

ავტორი: ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...