ვოლოდიმირ ზელენსკი - აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ რთული მდგომარეობაა ქვეყნის 15 რაიონში.
„მათ შორის, ყველაზე მეტი სირთულე კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებშია, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ ასევე ვაწვდით წყალმომარაგებასა და გათბობას. ენერგიის მდგომარეობა თითქმის ყველა რეგიონში მძიმეა. მაგრამ მაინც, ყოველ საათში ვანახლებთ ელექტროენერგიის მიწოდებას ახალ და ახალ მომხმარებლებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყეს უკრაინის პარტნიორებმა ევროკავშირში.
„ევროპარლამენტმა ევროპული ქალაქებთან ერთად დაიწყო პროგრამა „იმედის გენერატორები“. ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ ჰორიზონტალური თანამშრომლობის შესაძლებლობები ევროპაში – ქალაქებთან, ბიზნესებთან და მივაწოდოთ უკრაინას ასე საჭირო ენერგოაღჭურვილობა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.