რუსეთში ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ საქმე აღძრეს უკრაინაში შექმნილი ჩეჩნური ბატალიონის გამო
ჩეჩნეთში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო.
საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ჩეჩნეთის „ეფ-ეს-ბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შექმნის შესახებ განცხადება ივლისში გაკეთდა. ქვედანაყოფის სარდლად დაინიშნა პოლკოვნიკი ჰაჯი მურად ზუმსო.
ეს მეოთხე დანაყოფია უკრაინის არმიის დასახმარებლად, რომლის შექმნაც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გამოაცხადეს. ომის პირობებში ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურია ეს დანაყოფები.
ახმედ ზაკევის წინააღმდეგ ერთი წლის წინაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და პროპაგანდის ბრალდებით. ახალი საქმის აღძვრის საბაბი გახდა ზაკაევის განცხადება, რომელშიც მან დაიცვა საველე მეთაურ ასლან ბიუტუკაევის სავარაუდო მეომრები, რომლებიც 2021 წლის იანვარში გაუსამართლებლად დახოცეს.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.