ანდრეი ერმაკი - დღეს რუსული ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის 19 მარიუპოლის დამცველია
უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი, 12 - სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლი, 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლი, 10 მესაზღვრე და 2 ტერიტორიული დაცვის წევრი”, - წერს ერმაკი.
როგორც ის აღნიშნავს, გათავისუფლებულთა შორის მარიუპოლის 19 დამცველია, რომელთაგან 12 ევაკუირებული იყო “აზოვსტალიდან”. ასევე 15 ტყვე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან და 7 “ზმეინის” კუნძულიდან.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.