Jump to content
Planeta.Ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის სატუმბ სადგურზე გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარებულირებელი ურდულები.

მათივე განმარტებით, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა მისამართზე, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ვაშლიჯვრის რეზერვუარზე, გელოვანის N6-ის მიმდებარედ და მზიურის ტერიტორიაზე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე ძველი ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდულები ახლით იცვლება. ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის II შესხვევის N14-ის მიმდებარედ მაგისტრალურ ქსელზე ტარდება ტექნიკური სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ჩიქოვანის, კოსტავას, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ონიაშვილის, ლვოვის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ფარსადანის, აღმაშენებლის ხეივანს, დიღმის წყლის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში – ზალდასტანაშვილის, ბოცვაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, ბაქრაძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბაშალეიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, ტაბიძის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანას დასახლებას. პუშკინის, კოტე აფხაზის ქუჩის ნაწილს, იერუსალიმის, ბეთლემის, სამღებროს, ღვინის აღმართის, ორთაჭალის ქუჩის I-V ჩიხებს, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, დისევის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...