Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.178

ბათუმი 8 წლის შემდეგ მითი და რეალობა


atrava

1.483 views

ზუტად რვა წელი გავიდა იმ დღის შემდეგ, რაც აჭარაში რევოლუციური გზით რეგიონალური დიქტატორს ძალაუფლება ჩამოართვეს და რეგიონი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაექვემდებარა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ბათუმსა და მთლიანად აჭარაში. ბათუმი გაფართოვდა, მთელ ქალაქში მიმდინარეობს აღმშენებლობითი სამუშაოები. თანდათანობით ქალაქი მძლავრ ტურისტულ ცენტრად ყალიბდება. ყოველივე ამით ბათუმი, ახალ მთვარეს ემსგავსება, რომლის 10–15% განათებული მხარე იმდენად იზიდავს მზერას, რომ სიბნელე უკუნად იქცევა და ვერაფერს ვერ ხედავს ადამიანი.

 

არადა პრობლემები ბათუმში იმდენად ბევრია, რომ თუ დროზე ვერ გამოინახა მათი გადაჭრის გზები, სავსებით შესაძლებელია არსებული უკმაყოფილება ერთ დიდ სოციალურ რევოლუციად გადაიზარდოს…

 

დავიწყოთ იქედან, რომ პოლიტიკურად ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეიცვალა: ერთი სუზერენი მეორემ შეცვალა. ფაქტიურად ყველაფერი რაც ბათუმში კეთდება კვლავ ერთი ადამიანის გემოვნებაზეა მორგებული. აჭარა და ბათუმი ისევე როგორც აბაშიძის პერიოდში ახლაც რჩება მმართველი პარტიის საარჩევნო “ვოტჩინად”. არჩევნებისას ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებენ, მართალია მცირე ვარიაციებით, როგორც აღორძინება. აშენდა მხოლოდ რამდენიმე ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლები, მაგრამ სოციალურად დაუცველთა ძალიან დიდი რაოდენობა იძულებულია ელემენტარული პირობების გარეშე იცხოვროს.

 

ამ რამდენიმე თვის წინ ენთუზიასტების ჯგუფმა ბათუმში რამდენიმე პატარა სოციალური გამოკითხვა ჩაატარა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. სოციალურ საკითხებზე მიძღვნილ გამოკითხვაში, კითხვაზე შეიცვალა თუ არა უკანასკნელი წლების განმავლობაში თქვენი და თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისაკენ? რესპოდენტთა 52,7%–მა უპასუხა – არა (ამათგან 22 %–მა განაცხადა, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფო დამძიმდა). მხოლოდ 22,3%–მა განაცხადა რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა (ამათგან 57%–მა განაცხადა რომ გაუმჯობესდა მხოლოდ უმნიშვნელოდ). რესპოდენტთა 13 %–მა აშკარად თავი შეიკავა კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისაგან, ხოლო 12%–ს გაუჭირდა მასზე პასუხის გაცემა.

 

მართალია, დროისა და სახსრების უქონლობის გამო მხოლოდ გამოიკითხა 150 რესპოდენტი, მაგრამ ციფრები მაინც დამაფიქრებელია. რვა წელიწადი საკმარიასია იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილი ცოტათი წელში გამართულიყო.

 

ამ გამოკითხვიდან გამოიკვეთა ის, რომ გამოკითხულთა დიდი რაონობა დაახლოებით 63% დადებითად აფასებს ქალაქის მერიის სოციალურ და ჯანდაცვით პროგრამებს. მაგრამ აქაც უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ხვდება ამ პროგრამების ბენეფიციარი. თანაც ჯანდაცვის ზოგიერთი პროგრამა გათვლილია ისეთ დაავადებებზე, რომელთა ბენეფიციარები არათუ ბათუმში, არამედ მთელ აჭარაში თითო–ოროლა თუ მოიპოვება.

 

დავუბრუნდეთ ისევ ქალაქის აღმშენებლობით პროცესს: მართალია ბათუმი ლამაზდება მაგრამ რა ფასად? საკითხავი აი ეს არის! დასრულებულ მრავალბინიანი სახლები წლობით დგანან და მაცხოვრებლების შესახლებას ელოდებიან. ბათუმელი რამდენიმე მიზეზს მოიყვანს იმისა, თუ რატომ არ შედის ამ ახლადაშენებულ ბინებში. პირველი – ეს არის ბინების ფასი, ერთი კვადრატული მეტრი ახლადაშენებულ სახლში 450–დან 1500$–ის ფარგლებში მერყეობს. გააჩნია უბანს სადაც ეს სახლია აშენებული. მეორე – ბათუმელების უმრავლობა არ იღებს იპოთეკურ სესხებს იმის გამო, რომ არ არიან დარწმუნებულნი ხვალინდელ დღეში. მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს: ბათუმის პორტში, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელია ყაზახური კომპანიას გადაეცა მმართველობაში, რამდენჯერმე მოხდა შემცირება და ეს შემცირება ძირითადად მუშა პერსონალს შეეხო. და ასეთი მაგალითები მრავლად მოიპოვება. რაც შეეხება ბათუმში ჩადებულ ინვესტიციებსა და ინვესტორებს: ინვესტორთა ძირითად მასას ჩვენი მეზობელი თურქები შეადგენენ. ამასთან საკმაოდ დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობენ. თურქულ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად კაბალურ ვითარებაში მუშაობენ. ჯერ ერთი სამსახურიდან დათხოვნა ყოველ მათგანზე დამოკლეს მახვილივითაა ჩამოკიდებული. მეორე ანაზღაურება იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე იმავე პოზიციაზე მომუშავე თურქი მოქალაქისათვის. ამას გარდა, ქართული სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სადღესასწაულო დღეები, რომლებიც უქმე დღეებადაა გამოცხადებული, ამ კომპანიებში ფაქტიურად არ მოქმედებს. ბათუმელების აზრით, ამ ყველაფრის ატანა გაცილებით ადვილი იქნებოდა, რომ არა ამ “ინვესტორების” ადგილობრივი მოსახლეობისადმი ადგებული დამოკიდებულება. მოვიყვან ერთ მაგალითს: ბათუმის ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე თურქმა ინვესტორმა შეისყოდა საკმაოდ დიდი ფართობი და ხსნის სასადილოს. რამდენიმე დღის უკან მისი ბრძანებით, რამდენიმე მოსახლეს, რომლებსაც საკაბელო ტელევიზიის კაბელები ფასადის მხრიდან ჰქონდათ გამოყვანილი, მათდა დაუკითხავად ინვესტორის ბრძანებით ეს კაბელები გადაუჭრეს. დღემდე არავის არ შეუწუხებია თავი, რომ აღდგენილიყო საკაბელო მაუწყებლობა. თითქოს ეს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ნათქვამია “ზღვა წვეთით დაილიაო”. აპოლიტიკური და სტუმართმოყვარე ბათუმელი სავსებით შესაძლოა უახლოეს მომავალში ქსენოფობად იქცეს. პოლიტიკურად არც ისე სტაბილურია ბათუმი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჯერ ერთი აქ რამდენიმე პოლიტიკური მიმართულება უპირისპირდება ერთმანეთს: მართალია მოსახლეობაში ჯერჯერობით პროდასავლური შეხედულებები უფრო სჭარბობს, მაგრამ იზრდება თურქო და რუსოფილური განწყობილებებიც. ამას ხელს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტი მოქმედებს: თურქული, განსაკუთრებით საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს ვიდრე ანალოგიური ადგილობრივი წარმოების საქონელი. და საერთოდ, როგორც ჩანს ბათუმი, ყველაზე ძვირი ქალაქია საქართველოში და ეს კარგად ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად იგრძნობა. ყოველწლიურად ამ პერიოდისათვის საკვებ პროდუქტებზე ფასი მინიმუმ 20%–ით იმატებს. ეკონომისტები ამას ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირებენ. მაგრამ სეზონის დასრულებისათვის ფასები მხოლოდ 10%–ით თუ იკლებს. ამაზე უკვე არავინ არაფერს არ ამბობს.

 

ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა ბათუმელებს, მაგრამ ერთი დღემდე პასუხგაუცემელია: რა ბედი ეწია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს 56 ხომალდს? არადა თითოეული მათგანს ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინაში საშუალოდ 70 მლნ. აშშ.დოლარი შემოჰქონდა თავის დროზე. ეს კი საერთო ჯამში 4 მლრდ. დოლარამდე შეადგენდა. ამას გარდა მეზღვაურებსაც დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექმნებოდათ. დღეს კი…

 

დღევანდელი პერიოდი თავის დროზე როსტომ ხანის მმართველობას მაგონებს: ერთის მხრივ ამ ადამიანმა თითქოსდა ქართლი ეკონომიკურად გააძლირა. მაგრამ მეორეს მხრივ ირანის შაჰის ყურმოჭრილი მონა იყო და მისი პოლიტიკის აქტიური გამტარებელი. ისლამის სარწმუნოება მიღულმა ქართლის კათოლიკოსი მოაკვლევინა. ყველგან და ყველაფერში შეთქმულებას ხედავდა.

 

დღევანდელობა ბევრით არ განსხვავდება იმ პერიოდისაგან. დღესაც სხვის დაკრულზე ვცეკვავთ და თანაც უნიჭოდ…

 

როსტომ ხანი ქართულმა მიწამ არ მიიღო. იგი ირანშია დასაფლავებული...

 

 

 

P.შ. ტურიზმი აგვაშენებსო გაიძახის ჩენი სუზერენი მაგრამ ბათუმსა და ქობულეთი დამსვენებლებლების რაოდენობა ძალიან მცირეა. იმისთვის რომ მიშას შეუქმნან იმის ილუზია, რომ ბათუმის პლაჟებზე დამვენებელთა ძალიან დიდი რაოდენობაა მოიფიქრენ პლაჟების ბრენდირება. გაშლილი ქოლგები ცარიელ შეზლონგებს კარგად ნიღბავს. ჩვენ ფრენოლოგს კი მეტი არც სჭირდება.

2 Comments


Recommended Comments

სუზერენს არ ირჩევენ, სუზერენი ირჩევს!!! ბათუმში და ქობულეთში უსაზიზღრესი სერვისია(არ ვსაუბრობ ძვირფას სასტუმროებზე) და სიძვირე+უტაქტობა ტურისტების მიმართ(მარტო ქართველებს არ ვგულისხმომ)....მიშას ძვალი ეშმაკსაც წაუღია მაგრამ არც ასლანი და არც მიშა(სუზერენები!!!) არ არიან ტურისტული სერვისის ფერხულში ჩაბმული...სერვისის კულტურა არაა ადვილი და მსოფლიოს ყველა კურორტი თითოეული ტურისტისათვის კბილებით იბრძვის....მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი(მარტო ქართველ ტურისტებს არ ვგულისხმობ) რომელიც კმაყოფილი დარჩა სერვისით კერძო სექტორში ბოლო 3 წლის განმავლობაში....არადა მხოლოდ რუსეთი თურქეთის კურორტებზე წელიწადში 8 მილიონ დოლარს ტოვებს ტურიზმით....ესეც ალბად სუზერენის ბრალია ....
ლინკი
რა თქმა უნდა მართალი ხართ, მაგრამ ეს პრობლემა მარტო კერძო სექტორის გამო არ შექმნილა... ამაზე რომ ვილაპარაკო ძალიან დიდი დრო წავა. ისე დროდადრო გამოვაქვეყნებ მასალებს ამის შესახებ
ლინკი
×
×
  • შექმენი...