Jump to content
Planeta.Ge

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელსაც მზიურის 18 000 კვ/მ ტერიტორიის სანაცვლოდ, ლისზე 14 ჰა მიწა გადაეცა


მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის კახა კალაძისგან გახდა ცნობილი.

მოგვიანებით ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. ტერიტორია შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ერთხელ კუს ტბის ასახვევში მიწის ნაკვეთი მოვანაცვლეთ, ერთხელ მოხდა იპოდრომის მიმდებარედ კორტების ტერიტორიის მონაცვლება და იქ ახლა პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მზიურის მიმდებარედ 18 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მონაცვლეობა. მესაკუთრეებთან ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, მონაცვლეობაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა, იციან, რომ იქ ვერ მოხდებოდა კომერციული ობიექტების განთავსება. მიხარია, რომ მოხდა შეთანხმება და კომპანიას გადაეცემა ალტერნატიული ფართი, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება, ტერიტორია 14 ჰექტარია“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის კუთვნილებაშია კომპანია, რომელთანაც მერიამ შეთანხმებას მიაღწია.

ირკვევა, რომ ტერიტორიას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებს შოთა ხატიაშვილს და გიორგი გოჩა ჭიღლაძეს ეკუთვნით წილის თანაბარი 50-50%-იანი გადანაწილებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მიწის აღნიშნული მონაკვეთი მზიურში ცუდ მდგომარეობაშია, რადგან იქ აქამდე შეუძლებელი იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.

 

 
tamar-mukbaniani-1600691867.jpg
ავტორი:
თამარ მუკბანიანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...