Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის ელჩი - სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს


როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება თუ {კანონპროექტებს} ვენეციის კომისია გადახედავს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საქართველომ უნდა გადაგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში.

რაც შეეხება საქართველოს შანსებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, პიტერ ფიშერი განმარტავს, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთიანება საქართველოს დაეხმარება, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს.

„მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპის მომავალი გზის შესახებ. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ჩვენ ევროგაერთიანება დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირდეს ამ თემაზე. შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შანსიც არსებობს“, - განაცხადა ფიშერმა.

მისივე განმარტებით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს.

„ევროპა არის პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ძალიან მწიფე სახალხო ეკონომიკით, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია დაუწესა. ამ პუნქტების შესრულების შემდეგ იქნება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს”, - აღნიშნა ფიშერმა.

ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...