Jump to content
Planeta.Ge

ევროპა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ქვეყანაში გენერატორებს გაგზავნის და ამ მიზნით კამპანიას "იმედის გენერატორები" იწყებს


დღეს ვიწყებთ კამპანიას „იმედის გენერატორები“. 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რუსეთის მიერ ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს.

მან ევროპის ქალაქებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ.

„ჩვენ ვიჩენთ შესანიშნავ სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ევროპული ქალაქების ასოციაციასთან“, რათა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები მივაწოდოთ. საავადმყოფოებსა და ადამიანებს ელექტროენერგია და სუფთა წყალი მოვაწოდოთ. მოვუწოდებ ევროპის ყველა ქალაქს, შემოუერთდნენ ჩვენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას“, - აცხადებს რობერტა მეცოლა.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...