პაველ ჰერჩინსკი - ვისურვებდი, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა იყოს კონსტრუქციული, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით
ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს, პროცესში იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.
„ჩვენ ახლახან გვქონდა ევროკომისარ ვარჰეის ვიზიტი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. მისგან მოვისმინეთ გარკვეული შეფასება მიმდინარე პროცესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის განხორციელებას ეხება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. დრო ჯერ კიდევ არის, რადგან კალენდრის მიხედვით, რეკომენდაციების იმპლემენტაციას მომავალი წლის გაზაფხულზე შევაფასებთ. ევროკომისიის ფორმალური მოსაზრების წარდგენა ოქტომბერშია მოსალოდნელი და ამის შემდეგ, ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური და კონსტრუქციული, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობითაც“, – განაცხადა ჰერჩინკსიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.