Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამშობიაროს დაბომბვაზე - მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმა, რა დროსაც ახალშობილი გარდაიცვალა. შემთხვევა ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ვილნიანსკში მოხდა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ბავშვის დედა და ექიმი საავადმყოფოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

„ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვილნიანსკი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქია. ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...