Jump to content
Planeta.Ge

თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...