უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, გასულ დღე-ღამეში 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა სუმის ოლქის დასახლებებშიც
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეზე, სადაც დაიბომბა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება. დაღუპულია ერთი ახალშობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
ასევე რუსეთის არმიამ კვლავ გაუხსნა ცეცხლი სუმის ოლქის დასახლებებს. გასულ დღე-ღამეში, სხვადასხვა სოფლებში, 40-მდე საარტილერიო ჭურვი ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსებს ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი რაკეტების მარაგი, რათა ოთხი მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანონ უკრაინის ტერიტორიაზე.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მსგავს შემთხვევაში უკვე მზადაა სპეციალური პუნქტები, რომლებიც ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის დროს ამუშავდება და საშუალებას მისცეს მოსახლეობა საბაზისო სერვისებს უფასოდ მიიღოს. ზელენსკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია ოთხი ათასი ასეთი პუნქტი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.