Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში დააპატიმრეს გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, რომელმაც ქრთამად სარეცხი მანქანა მიიღო


მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ქრთამის გამოძალვის მუხლით ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკ ივან მერტვიშჩევს. გამოძიების თანახმად, მან მოსკოვის სამხედრო კომისარს ქრთამის სახის სარეცხი მანქანა გამოსძალა.

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევის კამპანიის დაწყების შემდეგ, მერტვიშჩევი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაწვევაზე, მოსკოვის რამენსკის რაიონის კომისარიატის შემოწმებას გეგმავდა. შემოწმებამდე ერთი კვირით ადრე, მერტვიშჩევმა დაურეკა სამხედრო კომისარ რამენოკს და "ცალსახად მიანიშნა", რომ კომისარიატში წვევამდელების გაწვევა ცუდად ტარდებოდა და "აუცილებლად იპოვიდა რაიმე სადავოს", მაშინაც კი, თუ დოკუმენტების მიხედვით ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდებოდა. ამასთან, გენშტაბის პოლკოვნიკი კომისარს აფრთხილებდა, რომ შემოწმების ცუდი შედეგი, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენდა სამხედრო კომისრის კარიერაზე.

პოლკოვნიკი სარეცხი მანქანის აღების ფაქტებზე დააკავეს. ქრთამის გამოძალვისთვის მას 12 წლამდე პატიმრობა და 4,2 მილიონ რუბლამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება. პოლკოვნიკმა მერტვიშჩევმა სრულად აღიარა დანაშაული.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...