Jump to content
Planeta.Ge

ბლინკენმა FIFA გააკრიტიკა მუქარისთვის, რომ ფეხბურთელები დაისჯებიან LGBTQ თემის მხარდამჭერი სამკლავურებისთვის


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ნოემბერს გააკრიტიკა FIFA მუქარისთვის, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოთამაშეები ყვითელი ბარათით დაისჯებიან, თუკი ისინი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სამკლავურებს გამოიყენებენ.

თავის კატარელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა: „ყოველთვის შემაშფოთებელია,.. როცა გამოხატვის თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვის მოწმენი ვხდებით.“

ორშაბათს არცერთ გუნდს არ გამოუყენებია LGBTQ თემის მხარდამჭერი სამკლავურები One Love („ერთი სიყვარული“), თუმცა შვიდმა ევროპულმა გუნდმა განაცხადა ჩემპიონატის წინ, რომ ამის გაკეთებას გეგმავენ.

ბლინკენი ორშაბათს ჩავიდა კატარში, სადაც მსოფლიო თასთან დაკავშირებულ ნორჩ ფეხბურთელთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი აშშ-სა და უელსის ნაკრებ გუნდებს შორის მატჩს დაესწრო.

მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ღიად გააკრიტიკა FIFA, ის უფრო მოზომილი იყო კატარის მისამართით, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ მიგრანტი მუშების მიმართ დამოკიდებულებისა და ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა კრიმინალიზაციისთვის.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...