Jump to content
Planeta.Ge

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენლები არ მიიწვიეს


მიუნხენის 2023 წლის უსაფრთხოების კონფერენციას რუსეთის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, ისინი პლატფორმას რუსულ პროპაგანდას არ დაუთმობენ.

„რუსი მაღალჩინოსნები მიწვეული არ არიან მიუნხენის უსაფრთხოების 2023 წლის კონფერენციაზე. მათ არ მივცემთ პლატფორმას მათი პროპაგანდისთვის“, – განაცხადა კრისტოფ ჰეუსგენმა.

ამასთან, ჰეუსგენი აღნიშნავს, რომ სურთ, „განიხილონ რუსეთის მომავალი რუსულ ოპოზიციასთან და ქვეყნიდან განდევნილ პირებთან“.

მიუნხენის 2023 წლის კონფერენცია 17-19 თებერვალს გაიმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის ერთი წლისთავი იქნება.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...