სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომის დანაშაულების სისტემატიური ჩადენა ახლავს თან - არსებული ვითარება „ახალი ნიურნბერგის მომენტია“
რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა.
„არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული“, - აღნიშნა ბეთ ვან შააკმა.
მისი თქმით, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ, განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების შეურაცხყოფაზე, უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გადაყვანაზე, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებს“.
ვან შააკი, რომელიც წარმოადგენს შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომლებიც ომის დანაშაულებებსა და სხვა სისასტიკეს იძიებენ, არსებულ ვითარებას "ახალი ნიურნბერგის მომენტს" უწოდებს.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე გამოიწვია „პასუხისმგებლობის დაყენებასთან დაკავშირებული ინიციატივების უპრეცედენტო სპექტრი“, რომელშიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად მრავალი ორგანოა ჩართული.
„ეს ორგანოები კოორდინაციას უწევენ პრიორიტეტებისა და მიდგომების შემუშავებას ყველა არსებული იურისდიქციის საფუძველზე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.