ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა საუბარი
მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მადრიდიდან იუწყება.
შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის.
რეზოლუციაში სახელწოდებით „ნატო-ს ახალი სტრატეგიული ერა“, წერია, რომ კვლავ ადასტურებს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
„ერთსულოვნად მიესალმება ნატო-ში გაწევრიანებისთვის ფინეთისა და შვედეთის მიპატიჟებას, რომლებიც უკვე თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის მიერაა რატიფიცირებული, რომელიც მთლიანობაში გააძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს ნატო-ს ღია კარი პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას.
დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოწყვლადი პარტნიორებისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რათა აღმოუჩინონ დახმარება მედეგობის გაძლიერებაში, მათი პოტენციალის განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში. ასევე, გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ამავე რეზოლუციაში წერია: „დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ღიად განაცხადონ, რომ რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა მოქმედი ხელისუფლების პირობებში“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.