მსოფლიო ჩემპიონატი - არგენტინელი რეპორტიორის მტკიცებით, პირდაპირ ეთერში ჩართვისას გაძარცვეს
არგენტინული ტელეარხის Todo Noticias-ის რეპორტიორი დომენიკა მეცგერი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გაძარცვეს – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.
მეცგერს კატარი-ეკვადორის (0:2) მატჩის წინ, ჩართვა ჰქონდა დოჰას კორნიშის რაიონიდან. პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებთან ინტერვიუებს იწერდა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ფული და დოკუმენტები გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მომენტი კადრებში არ მოხვდა, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის გადაღების დროს გაძარცვეს.
„ჩართვის დროს მქონდა პატარა ჩანთა ყველა საჭირო ნივთით, ჩემი საფულე, სასტუმრო ოთახის გასაღები, საკრედიტო ბარათები. გულშემატკივრებთან ერთად ვცეკვავდი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ დროს ვიღაცამ ჩემი ჩანთა გახსნა და საფულე აიღო. მას შემდეგ, რაც პირდაპირი ჩართვა დავასრულე, წყლის საყიდლად საფულე დამჭირდა, მაგრამ ის ჩანთაში აღარ იყო“ – თქვა მან.
არგენტინული ტელეარხის რეპორტიორმა აღნიშნა, რომ ქურდობის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.