უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები უკრაინელ ჯარისკაცებს დონბასში 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს
რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში.
გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ფოკუსირებულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე.
უწყების ცნობით, რუსული ძალები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ცალკეული მიმართულებებით.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.