Jump to content
Planeta.Ge

ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ


ბათუმის პორტში საათზე მეტია, სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ.

როგორც პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და აღნიშნა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განმარტებები არ გაკეთებულა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...