Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - საკმაოდ ვრცლად ავხსენი, რატომ არ შევიწყალებ სააკაშვილს, მეორე მხრივ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ მსურს, მას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „მე ეს ძალაუფლება არ მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ.

„მე არ მაქვს ეს ძალაუფლება ძალიან მარტივი მიზეზით, მისთვის სასჯელის მისჯის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას ჯერ კიდევ ასამართლებენ. ასეთი კანონია საქართველოში, რომ შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, „შეიწყალებდით სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საკმაოდ ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალებს მას.

„ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი ვერ იპოვით, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა, არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...