შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) ხორცპროდუქტებში განმეორებით აღმოჩენილი ცხენისა და ვირის ხორცის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ხორცის ფარშში ვირისა და ცხენის ხორცის კვალის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 16 ნოემბერს გაავრცელა, განმეორებითი კვლევების ჩატარების და მისი შედეგების შესახებ კი - დღეს, 21 ნოემბერს.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც დაზუსტებული არ არის კანონდამრღვევი კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, ნათქვამია, რომ ამ ფაქტზე მოკვლევა გრძელდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.