ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ერთ დღეში 400-ჯერ დაბომბეს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები ლუგანსკის ოლქში ნელ-ნელა წინ მიიწევენ.
„ლუგანსკის ოლქი - ნელ-ნელა ბრძოლებით წინ მივდივართ. სამხრეთი - თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.