უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ
ოკუპანტებმა წუხელ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
"ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვო, კუპიანსკის რაიონი - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
palitra news
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.