5 ადამიანი, ვინც დიდძალი ფული ქუჩაში მოწყალების თხოვნით შეაგროვა
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას და მოწყალების სახით, თქვენგან ფულის ჩუქებას ითხოვს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ადამიანები, ვინც ამ გზით საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც შეაგროვა. ერთ- ერთ მათგანს, ლონდონში მცხოვრებ საიმონ რაითს მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა კიდეც, რადგან მან ძალიან დიდი თანხის დაგროვება შეძლო.
წარმოგიდგენთ 5 ადამიანს, რომელმაც “მათხოვრობით“ ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა:
უილ ანდერსონი
43 წლის უილი ნიუ-იორკიდან ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისი შეგროვებული თანხის ოდენობა გახდა ცნობილი. ის თავის 9 წლის ძაღლთან ერთად, ქუჩაში მოწყალებას ითხოვს და როგორც დასავლური მედია წერს, საათში დაახლოებით, 200 დოლარს აგროვებს.
“ვივარაუდოთ, რომ ის მუშაობს ყოველდღე 8 საათს, ერთი წლის განმავლობაში, რაც არის $537,600. ეს ნამდვილად ბევრი ფულია“ – წერს vastlearners.com.
ერვინ კორი
97 წლის ერვინ კორიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. მას მსოფლიო კარგად იცნობს. ერვინი ახალგაზრდობაში კინოინდუსტრიაში მოღვაწეობდა და ბევრ ლეგენდარულ მსახიობთან ერთად უთამაშია.
ერიკი ახლა 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბინაში ცხოვრობს, რომელიც მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის “მათხოვრობით“ საათში 100-დან 250 დოლარამდე გამოიმუშავებს, რასაც კუბაში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ურიცხავს. ორგანიზაცია უპოვარი ბავშვებისთვის მედიკამენტების შეძენას უზრუნველყოფს.
ერვინი კი ცნობილია ადამიანად, “რომელიც არ მათხოვრობს თავისთვის".
საიმონ რაითი
37 წლის საიმონი “პროფესიონალი მათხოვარია“ ლონდონიდან, რომელიც დღეში სულ მცირე 8 საათს “მათხოვრობს“. ის და მისი ძაღლი ლონდონში ცნობილები არიან.
საიმონი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 50,000 ფუნტ სტერლინგს აგროვებს, ფულჰემში 300,000 ფუნტის ღირებულების ბინაში ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მან იმდენის შეგროვება შეძლო, რომ მთავრობამ “მათხოვრობა“ აუკრძალა.
ტედ უილიამსი
ტედ უილიამსი ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მას შემდეგ გამოვიდა, რაც სამუშაო დაკარგა და მეუღლეც გაშორდა. მისი ვარსკვლავი მას შემდეგ აბრწყინდა, რაც ერთ-ერთმა გამვლელმა ტედის სიმღერა ჩაწერა და YouTube-ზე ატვირთა.
უილიამსი მალე მილიონერი გახდა. უცნობია სად არის იგი დღეს, თუმცა ქუჩაში დიდი ხანია არავის უნახავს.
გარი ტომპსონი
ტეხასში დაბადებული გარი ტომპსონი ახლა კენტუკში ცხოვრობს. ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ გარის ყველა ეტლში ხედავდა, მას ასევე უჭირდა ცალი ხელის ამოძრავება.
როგორც მოგვიანებით გავრცელდა, გარი ტომპსონი სინამდვილეში არასდროს ყოფილა ინვალიდი და ამ ყველაფერს ის საზოგადოებისთვის თავის შესაცოდებლად აკეთებდა. ტომპსონი “მათხოვრობით“ ყოველწლიურად 100 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.
წყარო: vastlearners.com
ავტორი: თეონა რამაზაშვილი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.