12 რუსი სამხედრო გასამართლებულია უკრაინაში ჩედენილი სამხედრო დანაშაულისთვის
ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი გვამი აღმოაჩინეს.
„მათი 90 პროცენტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
პროკურორის თქმით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის უკვე გასამართლებულია 12 რუსი სამხედრო. რუსეთის ფედერაციის კიდევ 216 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 17 ტყვეა, ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.
ანდრეი კოსტინის თქმით, რუსები სამხედროები ეჭვმიტანილი არიან შემდეგ დანაშაულებში:
თავდასხმა დასახლებულ პუნქტებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არასათანადო მოპყრობა (73 ეჭვმიტანილი), მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობა (35 ეჭვმიტანილი), სექსუალური ძალადობა (6 სამხედრო, რომელთაგან ერთი ასევე ეჭვმიტანილია. მკვლელობაში).
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.