ისტორიული მატჩი - საქართველოს ნაკრებმა უელსი კარდიფში დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და ისტორიულ მატჩში 13:12 მოიგო.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და ტაიმი 12:3 მოგვიგო.
მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, 50-ე წუთზე მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ. ამ უპირატესობით ჩვენმა მორაგბეებმა ისარგებლეს – მე-60 წუთზე კარგი შეტევა განახორციელეს, რომელიც თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, თედო აბჟანდაძემ კი შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ქართველებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფი უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხეს.
მსოფლიო რაგბი სენსაციას მატჩის დასრულებისთანავე ასე გამოეხმაურა – „საქართველოს იტორიული გამარჯვება კარდიფში“.
Edited by tvati
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.