„ვინც მეორე შვილს გააჩენს, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ“– ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის
„გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს“‚ – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.
დეპუტატის თქმით, ყოველ წელიწადს 100 000 ადამიანი მიდის საქართველოდან, ამიტომ, მისი აზრით, ამოცანა უნდა იყოს, როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად:
„დღეს უნდა იყოს აქ ის ამოცანები, რომლებიც ამ საკითხების გადაწყვეტაშია – როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად. იმიტომ, რომ სოფელში ქართველი გლეხის დარჩენა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ვაკეთებთ ყველაფერს, ვისთვის ვაკეთებთ, თუ ხალხი არ გვეყოლება?
გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს. წარმოგიდგენიათ? იბადება 45 000 და კვდება 60 000, 100 000 კი მიდის ყოველწლიურად. ეს არის ყველაზე მთავარი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
fortuna
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.