ჯერი კონოლი - მნიშვნელოვანია, საქართველომ განამტკიცოს საერთო დემოკრატიული ფასეულობები, რათა ინტეგრაციის პროცესი წარმატებული იყოს
უმნიშვნელოვანესია, საქართველო ინტეგრაციისკენ მიემართებოდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ სრულად მიიღოს და განამტკიცოს საერთო დემოკრატიული ფასეულობები, ნორმები და პრაქტიკები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რათა ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„2008 წლიდან ჩვენ აღვნიშნავდით და ყურადღებას ვამახვილებდით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რეალურად, ეს გახდა საპრეზიდენტო კამპანიის საკითხიც 2008 წლის აშშ-ის არჩევნებშიც და სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასაც. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია ჩვენთვის და ვიცი, რომ ჩვენს ნატოელ კოლეგებს სურთ, იხილონ წარმატებული ინტეგრაცია. მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ მოვლენების განვითარებას უკრაინაში, რაც ყველას ახსენებს რუსულ აგრესიას უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ ქართველი ხალხისა და ერის სუვერენიტეტი, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაში. გვსურს, რუსეთმა მიიღოს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ არ ვჭრით პრობლემებს სხვების ტერიტორიებზე შეჭრით, ჩვენ არ ვახორციელებთ სხვების ტერიტორიების ანექსიას, არ ვხოცავთ, არ ვაწამებთ და ვაუპატიურებთ სხვებს იმის გამო, რომ ისინი თავისუფლებისკენ მიისწრაფვიან. ეს დაუშვებელი სტანდარტებია და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას. ამ კონტექსტში ჩვენ გვსურს, რომ საქართველო შემოგვიერთდეს როგორც პარტნიორი და როგორც თანასწორი“, – განაცხადა ჯერი კონოლიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.