Jump to content
Planeta.Ge

დადასტურდა, რომ გრაფიტის 7 ნამუშევარი ირპინსა და ბოროდიანკაში ნამდვილად ბენქსიმ შექმნა


ბრიტანელი Street art არტისტის, ბენქსის სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც კიევშია გადაღებული და სადაც დასტურდება რომ გრაფიტის 7 ნამუშევარი ირპინსა და ბოროდიანკაში ნამდვილად მან შექმნა.

 

ბენქსი სკანდალური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტისტია, რომლის ვინაობაც დღემდე გასაიდუმლოებულია.

 

1668845536_9237f3d968.jpeg

 

გასულ წელს Sotheby’s აუქციონზე, პირველად, ხელოვნების ნიმუში კრიპტოვალუტაში გაიყიდა. ამ ნამუშევრის სახელწოდება იყო  „სიყვარული ჰაერშია“. მის ღირებულებად $12.9 მილიონი დასახელდა.

 

2021 წელს, პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევარი, რომელიც გრაფიტის არტისტმა ბრიტანეთის სამედიცინო პერსონალის პატივსაცემად შექმნა, Sotheby’s აუქციონზე რეკორდულ ფასად - 23.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

 

„კარდაშიანების ეპოქაში“ ის ერთადერთია, ვისაც არ უნდა იყოს ცნობილი, მას ორჯერ მეტი ფოლოუერი ჰყავს, ვიდრე ლუვრს; მასზე ამბობენ, რომ 21-ე საუკუნის პიკასო და ვორჰოლია. როგორც Massive Attacks-ის წევრმა რობერტ დელ ნაიამ თქვა - „მე არ ვარ ბენქსი. ჩვენ ყველანი ბენქსი ვართ.“

 

ბენქსი აპროტესტებს ქარხნებით ჰაერის დაბინძურებას, მხარდაჭერას უცხადებს მიგრანტებს, აპროტესტებს ომს ერაყში და ღაზას სექტორში. ისრაელ-პალესტინის საზღვარზე დასავლელი დამსვენებლებისთვის ომის იმიჯებით აწყობილ სასტუმროს აკეთებს და მნახველს ომის სისასტიკესა და უსამართლობას ახსენებს. ბენქსი ყველგანაა. ის საჭირო დროს საჭირო ადგილზე საჭირო სიტყვას ამბობს.

 

1668845535_bee62f600f.jpeg

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...