ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია
ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ნახევარფინალში,ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილმა უნგრელი ევა ჰაიმასი ანგარიშით 15 :11 დაამარცხა,ფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს მოუგო 15:14 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ვულოცავთ ნინას,მთელ ნაკრებს, მთავარ მწვრთნელს მალხაზ მესხს ამ გამარჯვებას.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი განაგრძობს ასპარეზობას უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის
მსოფლიო თასის გათამაშების მთავარი მსაჯი თბილისის
ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი თათია აფციაურია,
რაც ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის
საერთაშორისო ფედერაციის( IWAS)-ის მხრიდან საქართველოსთვის დიდი ნდობის გამოცხადების ფაქტორი და ჩვენს ქვეყანაში პარაფარიკაობის, როგორც უმაღლესი მიღწევების პარასპორტის სახეობის აღიარებაა.
19 ნოემბერს, ირმა ხეცურიანი, ნინა
თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი რაპირით ასპარეზობაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.