უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია.
უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად კიდევ 837 ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 423 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა ან დაშავდა. უწყების განმარტებით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მუშაობა მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემების შესაგროვებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.