უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თავმჯდომარე - უკრაინის დაახლოებით 30% დანაღმულია, ეს ორი ავსტრიის ტოლია
უკრაინის დაახლოებით 30% დანაღმულია, ეს ორი ავსტრიის ტოლია, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თავმჯდომარემ სერგეი კრუკმა განაცხადა.
“უკრაინის ტერიტორიაზე დანაღმვის ფართობი და მოცულობა ომამდელ პერიოდთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა”, - აღნიშნა კრუკმა.
მისივე თქმით, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში აქტიურად გრძელდება დეოკუპირებული ტერიტორიების ფეთქებადსაშიში ნივთებისგან გაწმენდა. განაღმვას 8 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ექვემდებარება. მათგან, 7 ათასი კვადრატული კილომეტრი ხერსონის ოლქშია, 1.5 ათასი კი ნიკოლაევის ოლქში.
“იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგია აღდგება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები ამუშავდება. სტრუქტურებს, რომლებიც მანდ მუშაობენ, რამდენიმე თვე დასჭირდებათ ხერსონის ოლქში სრულფასოვანი ცხოვრების აღსადგენად”, - განაცხადა კრუკმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.