Jump to content
Planeta.Ge

მატეუშ მორავეცკი - უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა


უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„ჩვენ 100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია”, - განაცხადა მორავეცკიმ.

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეისთვის პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ესაა „უკრაინისთვის ზურგის შექცევა”, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ის ადრე თუ გვიან „რუსეთისგან უზარმაზარ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება”.

„თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში მოხვდება, ჩვენ საერთოდ არაფრის გაკეთება არ დაგვჭირდება რათა ომის პროვოცირება მოხდეს - ომი თავად მოვა ჩვენთან. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა. პასიურობა ჩვენთვის თვითმკვლელობა იქნება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მორავეცკის თქმით, ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტი პირველი კრიზისული ვითარება არაა და მაგალითად წინა წელს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების გადმოსვლის მცდელობები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ პოლონეთი ფშევოდუვის მსგავსი მოვლენებისთვის მზადაა, ხოლო ჰიბრიდული ომის სხვადასხვა გზებზე, რომელსაც რუსეთი შეიძლება აწარმოებდეს, პასუხები აქვთ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...