პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის დელეგაციას პოლონეთში დაგეგმილ ეუთო-ს შეხვედრაში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემენ
პოლონეთი არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განაცხადა „ფრანსპრესის“ კითხვის საპასუხოდ - ეტყვიან თუ არა უარს მოსკოვს დეკემბერში დაგეგმილ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად, რომლის წევრი რუსეთიც არის.
კითხვაზე, ელოდებით თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პოლონეთში, იასინამ უარყოფითად უპასუხა.
წელს, პოლონეთი, როტაციის წესით, ეუთოს ყოველწლიურ მინისტერიალს თავმჯდომარეობს, რომელიც ლოდზში 1-2 დეკემბერს გაიმართება.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.