ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, გასულ დღე-ღამეში ასამდე თავდასხმა მოვიგერიეთ - არ ვნებდებით, ყველგან ვპასუხობთ მტერს
დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება, საომარი მოქმედებების შერბილება და შესვენება არ მომხდარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს.
„ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან.
„ფრონტის ხაზის არცერთ მონაკვეთზე არ ვნებდებით მტერს. ყველგან ვპასუხობთ, ყველგან პოზიციებს ვინარჩუნებთ. ვამზადებთ მომავალ წარმატებებს გარკვეულ ადგილებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პალიტრა ნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.