აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან - ის ამ ომს ვერ მოიგებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საზარელ ომს ვერ მოიგებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაერო-ს წესდების დარღვევა. სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს, რაც არ უნდა საზიზღარი და საზარელი იყოს მისი ტაქტიკა“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს უკრაინის მთავრობასა და ხალხს, რადგან ისინი თავიანთ ქვეყანასა და თავისუფლებას იცავენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.