Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - კითხვა, თუ სად მიდის აშშ-ის დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას


კითხვა, თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მტკიცებაზე, თითქოს აშშ-დან მიღებული დახმარება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიდის.

"კითხვა, თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ფერმები, ასევე მოცვის, რძის პროდუქტების საწარმოები და ვინც მუდმივად იღებენ მხარდაჭერას აშშ-სგან. ასევე სტუდენტებს, რომელიც გაცვლითი პროგრამებით აშშ-ში, იქ იღებენ განათლებას, ასევე საზოგადოების ძალიან ბევრ წევრს, ვინც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობს აშშ-ში.

რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება მთავრობასთან თანამშრომლობით, მათ შორის თავდაცვის, სანაპირო დაცვის, სამართალდამცავი უწყებების, სასაზღვრო პოლიციის დახმარების პროგრამები და, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან. ასევე, ჩვენი დახმარების ნაწილი მიდის ძალიან კარგი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას, რომ თითოეული ადამიანს ცხოვრება გაუმჯობესდეს. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ დახმარების ძალიან კარგი ჩამონათვალი და ისტორია გვაქვს, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და ჩვენი სურვილია, რომ ამ მრავალფეროვანი დახმარებით მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს. ეს იქნება მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობით თუ ასე ინდივიდუალურად და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით”, - განაცხადა დეგნანმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...