Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - პრემიერი ლექციას კითხულობდა, არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფაო, მაგრამ გვახსოვს, ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, მოღალატეს


პრემიერი ლექციას კითხულობდა, არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფაო, მაგრამ ყველას გვახსოვს, ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორ ეძახდა ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, მოღალატეს, –  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, პერსონალურად პრემიერმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს, რომ „ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, „ტრიოს“ კონტექსტში“.

„პრემიერი ლექციას კითხულობდა, თურმე არ შეიძლება შეურაცხყოფაო. დიახ, ნამდვილად არ შეიძლება ერთმანეთის შეურაცხყოფა, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მისი პოლიტიკური გუნდი როგორ ეძახდა მის ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, მოღალატეს. ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ამიტომ უხერხულია, პერსონალურად თქვენი მხრიდან და თქვენი გუნდის მხრიდან ვინმესთვის იმის მოწოდება, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება. რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, პირადად ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე. პრემიერის გამოსვლას უყურებენ ახალგაზრდები, რომლებიც არიან იმის მოლოდინში, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ანუ ქვეყანა გადადგამს ნაბიჯს წინ ევროპული მომავლისკენ, თუ უკან, ბნელი საბჭოური წარსულისკენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს საქართველოს ახალგაზრდებისთვის. ამ დროს კი, ახალგაზრდები უყურებენ, რომ მთავრობის მეთაური დგას ტრიბუნასთან და ისევ წარსულზე, 15 წლის წინანდელ რეალობაზე გვესაუბრება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ, რა არ გააკეთა და რა გააფუჭა პერსონალურად პრემიერმა ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მე გეტყვით, რა გააკეთეთ. გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე უკვე ოფიციალურად დასვით სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად, ანუ მზად ხართ, პირადად თქვენ და მთელი თქვენი პოლიტიკური გუნდი, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მოახერხეთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საუბრობენ უკუსვლაზე დემოკრატიული განვითარების გზაზე, ეს მაშინ, როცა საქართველო წლების განმავლობაში იყო მოწინავე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, „ტრიოს“ კონტექსტში. მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები. პირადად თქვენ, თქვენმა გუნდმა მოახერხეთ და გააკეთეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...