Jump to content
Planeta.Ge

Politico - ევროკავშირმა, მთლიანობაში, 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა


ევროკავშირმა, მთლიანობაში, 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, - ინფორმაციას Politico ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივების დიდი ნაწილი (50 მილიარდი ევრო) ბელგიასა და ლუქსემბურგში (5.5 მილიარდი ევრო) დააყადაღეს და ამ ორ ქვეყანაზე, გერმანიასთან, ირლანდიასთან, იტალიასთან, ავსტრიასა და საფრანგეთთან ერთად, გაყინული აქტივების 90%-ზე მეტი მოდის.

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსეთის ეროვნული რეზერვები, შესაძლოა, 33.8 მილიარდ ევროს აღწევდეს, თუმცა ეს მაჩვენებელი სავარაუდოა და ჯერ კიდევ შეფასების ეტაპზეა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...