Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტმა კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე, Web Summit-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე “Globalize UK 2022“ გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...