Jump to content
Planeta.Ge

მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში შემთხვევისას ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი


საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, „რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევისას ხარაჩოზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, კიდევ ორმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რომლებსაც დახმარება ადგილზე გაეწიათ და ახლა სახლში იმყოფებიან.

„ამიაკის სინთეზის საწარმოს უკან არის მაცივარი, რომლის რემონტიც მიმდინარეობდა. ხარაჩოზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი. ჩამოიშალა ხარაჩო და ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილზე დაიღუპა. ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორს ადგილზევე გაეწია დახმარება და ისინი სახლში იმყოფებიან. ვფიქრობ, ვინაიდან ასეთი შემთხვევა მოხდა, ესე იგი, შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში სავარაუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...