Jump to content
Planeta.Ge

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 22 წლის კაცი. უწყების განცხადებით, იგი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...