Jump to content
Planeta.Ge

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა


გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

რამ გამოიწვია ავარია, უცნობია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტობუსის მძღოლი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი ინფორმაციით, მძღოლს გარეგანი დაზიანებები არ აქვს და უტარდება კვლევები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...