Jump to content
Planeta.Ge

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue-ის გარეკანზეა


ვოგის ჰოლანდიური გამოცემის დეკემბრის და იანვრის ნომერის ყდაზე მოხვდა ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი. ინფორმაციას ვოგის "ქავერსთორის" შესახებ ერთდროულად ავრცელებენ ინსტაგრამზე როგორც თავად გამოცემა, ასევე მოდელი და ფოტოგრაფი, რომელმაც გადაღებაზე იმუშავა ქართველ მოდელთან.

მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისთვის მატილდა გვარლიანს ფოტოები 68 წლის გერმანელმა ფოტოგრაფმა, ელენ ფონ უნვერტმა გადაუღო ვენაში, ბელვედერის სასახლეში. ბაროკოს სტილში ნაგებ ამ შენობაში ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად ინახება გუსტავ კლიმტის კოლექცია - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მატილდას ფონადაც არის გამოყენებული ვოგის ფოტოსესიისთვის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Vogue Netherlands (@nlvogue)

გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც ვოგის გარეკანზე მოხვდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Vogue Netherlands (@nlvogue)

ვოგის გარეკანზე მოხვედრამდე მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა მოდის საერთაშორისო კვირეულებზე ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა შანელი, დიორი, ფენდი.

2022 წლის ოქტომბერში ის Models.com-მა ტოპ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...