უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი, „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უპილოტო საფრენი აპარატი კიევის წყალსაცავის თავზე გაანეიტრალა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს ოდესის ოლქის ტერიტორიაზე. გავრცელებული ცნობით, ოდესის რეგიონზე შეტევა რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით განახორციელეს.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქებში სინათლისა და გათბობის ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.