Jump to content
Planeta.Ge

19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება.

„ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება.

ქალაქ თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...