Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის შს მინისტრი - ხერსონში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ


შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მისივე ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიპოვეთ 63 ნაწამები ცხედარი ხერსონის ოლქში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ხერსონში მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთა წამების ბევრი ადგილისა და საფლავის აღმოჩენაა მოსალოდნელი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხერსონში ომის დანაშაულის პირველი ნიშნების გამოვლენის შედეგების საფუძველზე 436 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

გარდა ამისა, ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. აქედან ოთხ ადგილას რუსები დაკავებულებს აწამებდნენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...